საოკუპაციო ხაზის პირა სოფლების მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
12:11:24     14-09-2017
საოკუპაციო ხაზის პირა სოფლების მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ჯარიაშენში, გუგუთიანთკარსა და პერევში მოსახლეობას უჩა ნანუაშვილი შეხვდა.
სახალხო დამცველი განმარტებით, სოფლების მცხოვრებთა უმრავლესობას წელს სოციალური დახმარება შეუწყდა. გუგუთიანთკარელების თქმით, დახმარების გარეშე ერთდროულად 108 ოჯახი დარჩა.
სოფელ ჯარიაშენის მოსახლეობა კი უსაფრთხოებისა და უკანონო დაკავებების თავიდან ასაცილებლად გამყოფ ხაზთან ქართული საგუშაგოს ამოქმედებას ითხოვს. მიწებისა და საძოვრების დიდი ნაწილი ოკუპირებულია, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კი მიწის რეგისტრაცია ჭიანურდება.
სახალხო დამცველის განმარტებით, კვლავ შეჩერებულია აგვისტოს ომის დროს დაზიანებული სახლების აღდგენის და კომპენსაციის, ასევე მიწისძვრის შედეგად დაზარალებული პერევის მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემის საკითხები. სოფლებში მოუწესრიგებელია სასმელი და სარწყავი წყლის სისტემები, რეაბილიტაციას საჭიროებს საგზაო ინფრასტრუქტურა. გუგუთიანთკარის მოსახლეობა სკოლის და საბავშვო ბაღის აშენებას ითხოვს.
„მთავარი პრობლემა არის უსაფრთხოება, ძალიან ხშირად ხდება დაკავება მოქალაქეების და ეს პრობლემა კვლავ სერიოზული პრობლემაა. არის ძალიან ბევრი სოციალური პრობლემა, მათ შორის საკითხები, რომელიც უკავშირდება უძრავი ქონების რეგისტრაციას,“ -გ ანაცხადა უჩა ნანუაშვილმა.