ჰილარი კლინტონმა წინასაარჩევნო კამპანიაზე და არჩევნებზე წიგნი დაწერა

  16:13:05     13-09-2017

აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტინმა წინასაარჩევნო კამპანიასა და 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე წიგნი დაწერა, რომლის პრეზენტაციაც დღეს ნიუ-იორკში გაიმართა.

„რა მოხდა“ - ასე ეწოდება მემუარებს, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის საარჩევნო კამპანიისა და თეთრ სახლში მოხვედრის უშედეგო მცდელობაზე მოგვითხრობს.

კლინტონის თქმით, წიგნის წერის პროცესი რთული იყო. პრეზენტაციას პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ასობით თაყვანისმცემელი ესწრებოდა.