ქარიშხალ ირმასა და ჰარვისგან დაზარალებულებისთვის 44 მილიონზე მეტი შეგროვდა
14:59:01     13-09-2017
აშშ-ში ქარიშხალ „ირმასა“ და „ჰარვისგან“ დაზარალებულებისთვის 44 მილიონ დოლარზე მეტი შეგროვდა. ერთსაათიანი ტელემარათონი ცნობილმა ამერიკელმა მსახიობებმა, მომღერლებმა და ტელეწამყვანებმა გამართეს.
მარათონს პირდაპირ ეთერში ამერიკული ტელეკომპანიები ABC, NBC, CBS-ი და FOX-ი გადასცემდნენ. მასში მონაწილეობნენ: ლეონარდო დიკაპრიო, ჯულია რობერტსი, ელენ დეჯენერისი, ბიონსე, კერი ვაშინგტონი, ოპრა უინფრი, შერი, ჯასტინ ტიმბერლეიკი და სხვები.
კომპანიამ Apple-ი მარათონის დროს ქარიშხალ „ირმასა“ და „ჰარვისგან" დაზარალებულებისთვის 5 მილიონი დოლარი გადარიცხა.რამდენიმე ვარსკვლავმა, მათ შორის მომღერალმა ბიონსემ. ამერიკელებს დონაციისკენ ვიდეომიმართვის საშუალებით მოუწოდა.