ფოთში 3 წლის ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

  12:26:46     13-09-2017

ფოთში, თამარ მეფის ქუჩაზე, 3 წლის ბავშვი  მესამე სართულიდან გადმოვარდა. 

წინასწარი ინფორმაციით მცირეწლოვანმა ბავშვმა მწერებისგან დამცავი ბადე გამოაღო, რომელიც ღია ფანჯარაზე იყო დამაგრებული.

ბიჭს ქალის მძიმე დაზიანება აქვს მიღებული და ის ფოთის ერთ-ერთ საავადმყოფოშია გადაყვანილი.