![ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესია გაიხსნა ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესია გაიხსნა](http://presa.ge/img/multimedia/a70968.jpg)
ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესია გაიხსნა
11:40:53     13-09-2017
ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესია გაიხსნა.
„გენერალური ასამბლეის 72-ე სესიას გახსნილად ვაცხადებ“, - განაცხადა სესიის თავმჯდომარემ მიროსლავ ლაიჩაკმა.
გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიის თავმჯდომარის განცხადებით, წლის განმავლობაში ქვეყნებს ბევრი სამუშაო ელოდებათ, მათ შორის მიგრაციის პრობლემების გადაჭრა. მან ასევე აღნიშნა, რომ წლის განმავლობაში გაგრძელდება გაერო-ს რეფორმირების საკითხის განხილვა.
აღსანიშნავია, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის თემაა „მდგრად პლანეტაზე მშვიდობისკენ და ყველასათვის ღირსეული ცხოვრებისკენ მისწრაფება“.
„გაერო ხალხისთვის შეიქმნა, მისი ამოცანაა ხალხს დაეხმაროს“, - აღნიშნა ლაიჩიკმა.
თავის მხრივ, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერიშმა განაცხადა, რომ გენერალურ ასამბლეასთან დღის წესრიგის ყველა პუნქტებზე ელოდება მუშაობას.
„მსოფლიო სერიოზულ საფრთხეებს უპირისპირდება: დაწყებული ბირთვული იარაღის გავრცელებიდან დამთავრებული გლობალური ტერორიზმით. ჩვენს წინაშე დიდი გამოწვევები დგას“, - აღნიშნა მან.