დონალდ ტრამპს მეცხრე შვილიშვილი შეეძინა

  09:35:55     13-09-2017

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მეცხრე შვილიშვილის ბაბუა გახდა.

ამის შესახებ მისი ვაჟი, ერიკ ტრამპი Twitter-ზე წერს.„ლარა ტრამპი (ერიკ ტრამპის მეუღლე) და მე ბედნიერები ვართ გაცნობოთ, რომ ქვეყანას ჩვენი ვაჟი, ერიკ ლიუკ ტრამპი მოევლინა, რომელიც 8:50 სთ-ზე დაიბადა“- წერს ერიკ ტრამპი.
ერიკ ლიუკ ტრამპის დაბადებამდე დონალდ ტრამპს 8 შვილიშვილი ჰყავდა - 5 უმცროსი დონალდ ტრამპისგან, სამი კი ქალიშვილი ივანკა ტრამპისგან.