ფოტოგრაფმა მაიმუნის „სელფის“ საქმე მოიგო
15:48:59     12-09-2017
BBC-ის ინფორმაციით, ბრიტანელმა ფოტოგრაფმა დევიდ სლეიტერმა პავიანის სახეობის მაიმუნის სელფის საქმე მოიგო.
შემთხვევა 2011 წელს მოხდა, როდესაც მაიმუნმა, სახელად ნარუტომ, ფოტოგრაფს აპარატი წაართვა და თვითონ გადაიღო "სელფი". სლეიტერმა ფოტო საკუთარ საავტორო ქონების სიაში შეიყვანა, თუმცა ცხოველთა დამცველების ორგანიზაცია PETA 2 წელი იბრძოდა იმისთვის, რომ "სელფი" ნარუტოს საკუთრებად ეღიარებინათ.
სასამართლომ დაადგინა, რომ მაიმუნს შეუძლებელია ჰქონდეს საავტორო უფლება, შესაბამისად, ფოტო სლეიტერს ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ ფოტოგრაფი ორგანიზაციაში მაიმუნებზე ზრუნვის ფონდში, ჰონორარის 25%-ის გადარიცხვას დათანხმდა. "სელფის საქმეს" ფართომასშტაბიანი გამოხმაურება მოჰყვა. უცხოენოვანი გამოცემები აღნიშნავენ, რომ ამ საქმით, ცხოველთა უფლებების დაცვის სისტემა უფრო წინ წავიდა.