ერაყში ტერორისმის ბრალდებით რუსეთის მოქალაქეს სიკვდილი მიუსაჯეს
13:43:04     12-09-2017
ბაღდადის ცენტრალურმა სასამართლომ, რუსეთის მოქალაქეს ტერორისტული დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობის ბრალდებით სიკვდილი მიესაჯა.
რუსეთის მოქალაქის სახელი არ საჯაროვდება. განაჩენი პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიტანა. მისი გასაჩივრება შესაძლებელია.
როგორც სააგენტოს მიერ სასამართლოდან მიღებულ განცხადებაშია ნათქვამი, მსჯავრდებული „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ფორმირების, „ალ-ზარქაუის“ ბრიგადის წევრია. ის მოსულის გათავისუფლების ოპერაციის დროს ერაყის უსაფრთხოების ძალებმა დააკავეს. სასამართლოს ცნობით, ბრალდებულმა ერაყის სამხედრო ძალების წინააღმდეგ რამდენიმე ტერაქტის მოწყობა აღიარა.