ვლადიმერ პუტინი კიდევ ერთი საპრეზიდენტო ვადისთვის იბრძოლებს

  13:05:39     12-09-2017

რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კიდევ ერთი საპრეზიდენტო ვადისთვის იბრძოლებს, - ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის წყაროებზე დაყრდნობით, გაზეთმა „კომერსანტმა“ გაავრცელა.

გამოცემის ცნობით, საპრეზიდენტო ვადა ორი ეტაპისგან იქნება შემდგარი. პირველ ეტაპზე პუტინი თავის კანდიდატურას ნოემბერში წამოაყენებს. 
მეორე ეტაპზე ვლადიმერ პუტინს იურიდიულად გააფორმებენ, როგორც ინდივიდუალურ კანდიდატურას. ხელწერილების შეგროვება, გამოცემის ცნობით, ყველაზე გვიან მოხდება, რათა ოფიციალური საარჩევნო კამპანია მაქსიმალურად შემჭიდროვდეს. 

ხელწერილების შეგროვებას, „ერთიანი რუსეთის“ პარტია დაიწყებს, მაგრამ ფორმალურად ისინი იმოქმედებენ, როგორც პუტინის შტაბის წარმომადგენლები და არა როგორც პარტია. 

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 18 მარტს ჩატარდება. რუსული კანონმდებლობა ვლადიმერ პუტინს კიდევ ერთი ვადით პრეზიდენტობის უფლებას აძლევს. 

პუტინი, პირველად პრეზიდენტად 2000 წლის 26 მარტს აირჩიეს, მეორედ 2004 წელს, მესამედ კი 2012 წელს.