რა ელის დედამიწას 2017 წლის ოქტომბერში?
12:40:09     12-09-2017
17 წლის ოქტომბერში პლანეტა იქსი, დედამიწას დაეჯახება და ყველა ცოცხალ არსებას გაანადგურებს – აცხადებს მეცნიერი დევიდ მიდი.
მიდი ირწმუნება, რომ გლობალურმა ელიტამ ეს იცის, თუმცა, ხალხს ინფორმაციას უმალავენ და მიწისქვეშა თავშესაფრებს იშენებენ. მიდის უცნაურ პროგნოზებს ბრიტანული გამოცემები: „დეილი მეილი“, „მეტრო“ და „ექსპრესი“ ავრცელებენ. მეცნიერი ირწმუნება, რომ ამ ინფორმაციას პანიკის თავიდან ასაცილებლად მალავენ.
მიდი ყურადღებას დედამიწაზე გახშირებულ მიწისძვრებზე ამახვილებს და მათ ინტენსივობას მომავალ აპოკალიფსს უკავშირებს.
ამავე დროს მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ქარიშხალ „ირმას“ მიერ ოკეანის გაქრობა და სხვა საზარელი შედეგები, რომელიც სტიქიამ გამოიწვია.
„ნასამ“ მეცნიერის ამ განცხადებებზე კომენტარი გააკეთა და ნიბირუს და სხვა მსგავსი პლანეტების შესახებ ინფორმაციებს ინტერნეტ-მისტიფიკაცია უწოდა. „არ არსებობს არანაირი ფაქტები ამ მოსაზრებების დასადასტურებლად, რომ რომელიმე პლანეტა უახლოვდება დედამიწას უახლოეს ათ წელიწადში, ამას არათუ ასტრონომები დაინახავდნენ, არამედ, ის შესამჩნევი იქნებოდა შეუიარაღებელი თვალისთვისაც“ – აცხადებენ „ნასაში“.