გაერომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა

  12:15:48     12-09-2017

გაერომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა, ეს გადაწყვეტილება მათ მეექვსე, უდიდესი ბირთვული გამოცდის შემდეგ მიიღეს.

უშიშროების საბჭოს სხდომაზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა რეზოლუციას ერთხმად დაუჭირეს მხარი. ოფიციალური ფხენიანის წინააღმდეგ დამატებითი შეზღუდვების შემოღებას რუსეთი და ჩინეთიც მიემხრო.
ეს ზომები ზღუდავს ნავთობის იმპორტს და კრძალავს ტექსტილის ექსპორტს. დოკუმენტის მიხედვით, ჩრდილოეთ კორეას ძირითადად ეკონომიკური სანქციები დაუწესდა. გაეროში შეერთებული შტატების ელჩის განცხადებით, დამოკიდებულება ფხენიანის მიმართ შეიცვლება, თუ კი ის ბირთვულ პროგრამას შეაჩერებს.