თურქეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

  22:24:42     11-09-2017

თურქეთში, ანტალიის რეგიონში  საქართველოს მოქალაქე მოკლეს.  გარდაცვლილი 51 წლის ქალია.

დღეს ადგილობრივმა პოლიციამ ეჭვმიტანილის სტატუსით 44 წლის თურქი მამაკაცი დააკავა. 

ქუჩაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ვიდეო ჩანაწერის გაშიფვრის შემდეგ, პოლიციამ მამაკაცი ანტალიის რეგიონში აიყვანა.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ შელაპარაკება უძღოდა.