ქარიშხალი „ირმა“ - მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ძლიერი ქარიშხალი

  11:13:38     11-09-2017

ქარიშხალი "ირმა" ბოლო ათწლეულებში ამერიკაში ყველაზე კატასტროფულ ქარიშხალად შეაფასეს.

უკვე რამდენიმე დღეა ამერიკის შეერთებულ შტატებს ქარიშხალი „ირმა“ უტევს. ექსპერტებმა ქარის სიჩქარის გამომთვლელის დაანგარიშების შედეგად დაადგინეს, რომ „ირმა“ ყველაზე ძლიერი ქარიშხალია ისტორიაში. ქარის სიჩქარე უკვე აღწევს 295 კილომეტრს საათში. არსებული ინფორმაციით, სტიქია ფლორიდასა და კუბას უახლოვდება. განსაკუთრებით რთულ სიტუაციას მაიამის ტერიტორიაზე პროგნოზირებენ.

უფრო ადრე სტიქია კარიბის კუნძულებზე მძვინვარებდა. ყველაზე დიდი ზარალი ბარბუდის კუნძულს მიადგა. ტერიტორიაზე თითქმის ყველა ნაგებობა დანგრეულია.

სტიქიამ ნახევარი მილიონი ადამიანი უკვე დააზარალა, 26 მილიონს კი საშიშროება ემუქრება.

ატმოსფერული კვლევის ეროვნული ცენტრის მეტეოროლოგიური ჯგუფი მას ტორნადოს ადარებს.

კოლორადოს შტატის უნივერსიტეტის მეცნიერის, ფილ კლოცბახის თქმით, ქარიშხლის სიძლიერე განისაზღვრება სამი ძირითადი ფაქტორით: წყლის ტემპერატურა, ქარი და ატმოსფეროს ტენიანიანობა. თბილი წყალი და ატმოსფეროს ტენიანობა ქარიშხალს ენერგიას აძლევს.

ქარიშხალ „ირმას“ კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ მას პირდაპირი კონტაქტი არ აქვს მიწასთან, იმის მუხედავად, რომ მან გაანადგურა რამდენიმე პატარა კუნძული კუნძული.

მეტეოროლოგების თქმით, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ეს არ არის უპრეცედენტო შემთხვევა. როგოც ისინი ამბობენ, ასეთი რამ ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ხდება. „ეს ახალი არ არის, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ასეთი სტიქიური უბედურების სეზონი პიკს აღწევს“-აცხადებენ მეტეოროლოგები.

ქარიშხალმა „ირმამ“ აშშ-ში, ფლორიდის შტატში ქალაქ მაიამის ცენტრი დატბორა. ამ დროისთვის ქარიშხალი მეორე კატეგორიამდე დაეცა. მანამდე ფლორიდაში 6,3 მილიონი ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა. ფლორიდამდე ქარიშხალი კარიბის ზღვის კუნძულებს დაატყდა თავს, სადაც ბოლო ინფორმაციით, 27 ადამიანი დაიღუპა. აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ტრამპი შეშფოთებულია სტიქიის გამო და ყურადღებით აკვირდება მის განვითარებას.

ქარიშხალი ჩრდილოეთისკენ მოძრაობს. ფლორიდის გარდა სტიქია ჯორჯიას, ალაბამას, ტენესის და მისისიპის შტატებს ემუქრება. სპეციალისტების თქმით, „ირმა“ ქარიშხალ „ჰარვიზე" ძლიერია, რომელიც აშშ-ის 26 აგვისტოს დაატყდა თავს და 70-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

აღსანიშნავია, რომ ქარიშხალ „ირმას“ გამო 20 ათასამდე ბავშვი დაზარალდა. გაეროს ბავშვთა ფონდი აცხადებს, რომ დომინიკის რესპუბლიკაში, ჰაიტისა და კუბაზე 5 წლამდე ასაკის 3 მილიონამდე ბავშვი რისკის ზონაში იმყოფება. ჯამში კი ქარიშხალმა “ირმამ” ზიანი შეიძლება 10.5 მილიონ მცირეწლოვანსა და მოზარდს მიაყენოს.