ქარიშხალ „ირმას“ სიძლიერე პირველ კატეგორიამდე შემცირდა
10:34:16     11-09-2017
ქარიშხალ „ირმას” სიძლიერე პირველ კატეგორიამდე შემცირდა. ახლა სტიქია ფლორიდის შტატის ჩრდილოეთით, საათში 136 კილომეტრი სიჩქარით გადაადგილდება და ჯორჯიის შტატისკენ მიიწევს.
აღსანიშნავია, რომ მაიამის სანაპიროსთან მიახლოებისას “ირმას” სიჩქარე 175 კილომეტრს შეადგენდა. სტიქიას თან უხვი ნალექი სდევს, რის გამოც მაიამის ბიზნეს ცენტრი 60 სმ-მდე წყალმა დაფარა. ქარიშხალმა ფლორიდის სამხრეთით ქე-უესტის კუნძულზე ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. კუნძულთან 4.5 მეტრიანი ტალღებია წარმოქნილი. სტიქიამ ელექტრო-გადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც შტატის 4 მილიონამდე აბონენტს ელექტრო-ენერგია არ მიეწოდება.
აშშ-ის სტიქიასთან ბრძოლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქარიშხლის გამო რამდენიმე დღის განმავლობაში წყალდიდობაა მოსალოდნელი. პრეზიდენტმა ტრამპმა ქარიშხალს მონსტრი უწოდა და ფლორიდის შტატი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა.
ქარიშხალი ჩრდილოეთისკენ მოძრაობს. 3 მილიონი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა და 100-ზე მეტი სპეციალურ თავშესაფრებში გადაყვანეს. ქარიშხალმა ქალაქ კი-უესტში სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.ფლორიდის გარდა სტიქია ჯორჯიას, ალაბამას, ტენესის და მისისიპის შტატებს ემუქრება.