„ქარიშხალი „ირმა“ - საფრთხე, რომელიც დამანგრეველი აღმოჩნდება აშშ-სთვის“
17:41:10     08-09-2017
აშშ-ის ფედერალური საგანგებო სამსახურის ხელმძღვანელმა ბროკ ლოგის თქმით, ქარიშხალი „ირმა“ აშშ-ს უდიდეს ზიანს მიაყენებს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ქარიშხალი „ირმა“ - საფრთხე, რომელიც დამანგრეველი აღმოჩნდება აშშ-სთვის განსაკუთრებით ფლორიდას რეგიონში და რამდენიმე სამხდეთ-აღმოსავლეთ შტატისთვის", - განმარტა ლოგმა. მან განაცხადა, რომ ფლორიდის მოსახლეობას რამდენიმე დღით, სინათლის მიწოდება შეუწყდეთ.
თავდაპირველად აშშ-ის საგანგებო სამსახურმა „ირმას“ უმაღლესი მეხუთე კატეგორია მიანიჭა, თუმცა მოგვიანებით მეოთხემდე შეამცირა. ქარის სიჩქარე 250 კმ/სთ-ს აღწევს.
უახლესი ინფორმაციით, ქარიშხალი „ირმას“ გამო, 18 ადამიანი დაიღუპა.
„ირმა“ ქარიშხალ „ჰარვიზე“ ძლიერია, რომელიც აშშ-ის 26 აგვისტოს დაატყდა თავს. „ჰარვის“ გამო დაიღუპა 70-მდე ადამიანი, ხოლო ტეხასის შტატის ზარალი 150-180 მილიარდი დოლარი გახდა.