მოდის სახლ Yves Saint Laurent-ის თანადამაარსებელი პიერ ბერჟე გარდაიცვალა

  13:37:56     08-09-2017

Sky News-ის ინფორმაციით, ფრანგული მოდის სახლის Yves Saint Laurent-ის თანადამაარსებელი პიერ ბერჟე 86 წლისა გარდაიცვალა. 

ბიზნესმენმა და მეცენატმა პიერ ბერჟემ დიზაინერი ივ სენ ლორანი 1958 წელს გაიცნო. რამდენიმე წელში მათ მოდის სახლი Yves Saint Laurent დააარსეს. 2002 წლამდე ბერჟე მოდის სახლის გენერალური დირექტორი იყო. 2008 წელს ივ სენ ლორანის სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე წყვილმა სამოქალაქო ქორწინება გააფორმა. 

პიერ ბერჟე იყო პარიზის ოპერის საპატიო პრეზიდენტი და იუნესკოს კეთილი ნების ელჩი.