ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

  11:58:34     08-09-2017

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  აღნიშნულმა პირმა, ზესტაფონში არსებულ სავალუტო ჯიხურში, ვალუტის გადაცვლისას ყალბი ფულის - 2 ცალი 500 ევროიანი ყალბი კუპიურის გასაღება მოახდინა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით  4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.