სოფელ ბორითთან ავტოავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა

  16:07:13     07-09-2017

ხარაგაულის რაიონის სოფელ ბორითთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. 

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 167-ე კილომეტრზე ერთმანეთს ორი მსუბუქი და ერთი სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. 

შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.