დაზიანებული გზები და ხიდები - მესტიის სოფლებში სტიქიას ებრძვიან
13:05:14     07-09-2017
მესტიის სოფლებში ძლიერმა წვიმამ შიდა სასოფლო გზები, ხიდები და საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა. წვიმამ მულახის ადმინისტრაციულ ერთეულში, ხერაშის ღელეს ადიდება გამოიწვია, რამაც სოფელ ჭოლასთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა დააზიანა. ადგილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ძლიერი წვიმის გამო სოფლების მულახისა და მუჟალის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მოძრაობა გართულებულია, ამ ტერიტორიაზეც მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
სტიქიამ პრობლემები შექმნა ლენჯერის ტერიტორიულ ერთეულშიც, სადაც კაერის ღელე ადიდდა და საგზაო მოძრაობა დროებით შეაფერხა (მოძრაობა აღდგენილია).
მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე მუშაობს.
მესტიაში სტიქიამ პრობლემები რამდენიმე დღის წინაც შექმნა.