ღვიძლის ძეხვი თუშურად

  10:53:09     11-05-2011

მასალა:

ბატკნის ან ცხვრის ღვიძლი - 1 კილოგრამი

ხახვი - 4-5 თავი

ერბო - 100 გრამი

ღვიძლის ფარი - საჭირო რაოდენობის

ოხრახუში, მარილი, პილპილი - გემოვნებით

ბატკნის ან ცხვრის ღვიძლი დავჭრათ წვრილად, მოვაყაროთ დაკეპილი ხახვი, ოხრახუში, პილპილი, მარილი და კარგად ავურიოთ. ავიღოთ ღვიძლის ფარი და დავჭრათ ოთხკუთხედ ნაჭრებად. თითოეულ ნაჭერში შევახვიოთ ღვიძლის გულსართი. შეხვეული ძეხვები დავაწყოთ ცხელ ტაფაზე და შევწვათ ერბოში, ისე რომ ორივე მხრიდან კარგად დაიბრაწოს. სუფრაზე მიტანისას მოვაყაროთ რგოლებად, თხლად დაჭრილი ხახვი, კამა, ოხრახუში.

ასეთივე წესით შეიძლება მომზადდეს ღორის ღვიძლის ძეხვი.