მამაკაცი, რომელმაც „პიქსელის“ შენობაში მეუღლე დაჭრა, სავარაუდოდ, ამავე სავაჭრო ცენტრის დაცვაში მუშაობს

  13:31:51     06-09-2017

თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც „პიქსელის“ შენობაში მეუღლე დაჭრა, ამავე სავაჭრო ცენტრის დაცვაში მუშაობს. მამაკაცი კერძო დაცვის სამსახურ „ალგანის“ თანამშრომელია და „ალგანში“ მუშაობს მისი მეუღლეც.

მათივე ინფორმაციით, ქმარმა ცოლს ორი ჭრილობა მიაყენა, ერთი გულმკერდის არეში, მეორე ზურგში, თავად კი დანა ყელში გამოისვა. ისინი სასწრაფო დახმარების მანქანებით „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ გადაიყვანეს. 

დაცვის სამსახურ „ალგანში“ ჯერჯერობით არ აქვთ ინფორმაცია, არის თუ არა მათი თანამშრომელი მამაკაცი, რომელმაც „პიქსელის“ შენობაში მეუღლე დაჭრა.