![თურქეთის პოლიციამ თვითმკვლელი ტერორისტი მოკლა თურქეთის პოლიციამ თვითმკვლელი ტერორისტი მოკლა](http://presa.ge/img/multimedia/a70652.jpg)
თურქეთის პოლიციამ თვითმკვლელი ტერორისტი მოკლა
12:17:43     06-09-2017
თურქეთის პოლიციამ თვითმკვლელი ტერორისტი მოკლა, რომელიც ქალაქ მერსინში მდებარე თურქეთის ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის განყოფილებაზე თავდასხმას გეგმავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტს ე.წ „შაჰიდის“ ქამარი ჰქონდა. ის შენობაში შეჭრას ცდილობდა, თუმცა პოლიციელებმა მას ცეცხლი გაუხსნეს და ადგილზე მოკლეს.
ამჟამად ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ.როგორც ქალაქ მერსინის პროკურორმა მუსტაფა ერჯანმა განაცხადა, ლიკვიდირებული ტერორისტი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი იყო.