შსს-მ ინტერნეტით ნარკოვაჭრობის ფაქტზე რუსეთის მოქალაქე დააკავა
11:26:20     06-09-2017
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული ა.ჟ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.
გამოძიების ცნობით, ბრალდებული ინტერნეტის საშუალებით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას ახდენდა. ის შეკვეთებს ინტერნეტის მეშვეობით იღებდა და ნარკოტიკები თბილისის სხვადასხვა უბანში, კონკრეტულ მისამართებზე მიჰქონდა. პოლიციამ დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული 187,9236 გრამი კანაფის ფისი, 2 კილო და 399,53 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, ე.წ. ბიო ამოიღეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, საქართველოში უკანონოდ შემოტანის და გასაღების მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.