რატომ გააუქმა რობი უილიამსმა რუსეთში დაგეგმილი კონცერტი?

  10:29:50     06-09-2017

ბრიტანელმა მომღერალმა რობი უილიამსმა რუსეთში დაგეგმილი კონცერტები გააუქმა, ამის შესახებ ინფორმაცია ღონისძიების ორგანიზატორებმა გაავრცელეს.

მიზეზად კი მუსიკოსის ავადმყოფობა დასახელდა.ორგანიზატორები პირობას დებენ, რომ მსმენელებს გაყიდული ბილეთების თანხას დაუბრუნებენ.

ბრიტანელ მომღერალს რუსეთში ორი კონცერტი ჰქონდა დაგეგმილი - პირველი 7 სექტემბერს სანქტ-პეტერბუგში უნდა გამართულიყო, მეორე კი, 10 სექტემბერს მოსკოვში .