აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს ქარიშხალი „ირმა“ უახლოვდება

  10:26:38     05-09-2017

ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე ჯერ კიდევ ებრძვიან ქარიშხალ ჰარვის შედეგებს.


რეგიონს კი ახალი ქარიშხალი „ორმა“ უახლოვდება. ახალი ციკლონის გამო ფლორიდაში საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული.ქარიშხალ „ირმას“ მაქსიმალური სიჩქარე კიდევ უფრო გაიზარდა. ქარიშხალი თავდაპირველად შტორმის სახით ატლანტის ოკეანეში წარმოიშვა და ის ახლა კარიბის ზღვის აუზს უახლოვდება.

აშშ-ის ქარიშხლების პროგნოზირების ნაციონალური ცენტრის ცნობით, ქარიშხლის სიჩქარემ უკვე 220 კმ./სთ. მიაღწია. ქარიშხალს ხუთიდან უკვე მეოთხე კატეგორია მიანიჭეს. საგანგებო მდგომარეობა გუშინ პუერტი-რიკოში გამოცხადდა, ხოლო მოგვიანებით ფლორიდაშიც.

პუერტო-რიკოს გუბერნატორის, რიკარდო როსელოს განცხადებით, საგანგებო ფონდისთვის უკვე გამოიყო 15 მილიონი დოლარი.
საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია პუერტო რიკოშიც.