ეკატერინებურგის კინოთეატრში გაზის ბალონებით დატვირთული სატვირთო შევარდა

  13:21:50     04-09-2017

რუსეთში, ეკატერინებურგში მდებარე კინოთეატრ „კოსმოსში“ გაზის ბალონებით დატვირთული სატვირთო ავტომობილი ადგილობრივი დროით დილის 06:00 საათისთვის შევარდა.

ადგილობრივ მედიაში წერენ, რომ სატვირთოს მძღოლმა მას შემდეგ, რაც კინოეტრში შევარდა, შენობაში „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლა, სამართალდამცველებმა კი მანქანაში ნახევრადცარიელი ბენზინის ბოთლი და გაზის 3 ბალონი იპოვეს.

ეკატერინებურგის მერის ევგენი როიზმანის თქმით, მძღოლი იდენტიფიცირებული და დაკავებულია. ის ირბიტის მცხოვრები 39 წლის დენის მ.-ა და ახლა გამოძიებას ჩვენებას აძლევს.