ტრამპი ქარიშხალ „ჰარვის“ შედეგების აღმოსაფხვრელად პირადი სახსრებიდან 1 მილიონ აშშ დოლარს გაიღებს

  13:43:31     01-09-2017

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ქარიშხალ „ჰარვის“ შედეგების აღმოსაფხვრელად თავისი პირადი სახსრებიდან 1 მილიონ აშშ დოლარს გაიღებს.
ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, სარა სანდერსმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტს ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ რომელი ორგანიზაციების ანგარიშებზე გადარიცხავს აღნიშნულ თანხას.ტრამპი ტეხასსა და ლუიზიანას დღეს ეწვევა.

ქარიშხალი „ჰარვი“ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ქარიშხალია უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში. ქარიშხლით გამოწვეული წყალდიდობის გამო ტეხასის შტატში 30 ადამიანი დაიღუპა. ზარალი კი, წინასწარი მონაცემებით, 30 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. აშშ-ის პრეზიდენტმა ტეხასის შტატი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა. ტრამპმა ეს განკარგულება ქარიშხალ “ჰარვის“ წინააღმდეგ ფედერალური ძალების გამოყენების საჭიროების გამო გამოსცა.