ჰიუსტონში ქიმიური ქარხანა აფეთქდა

  14:07:12     31-08-2017

ამერიკის ქალაქ ჰიუსტონში მდებარე ქიმიური ქარხნიდან აფეთქებების ხმა გაისმა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.თვითმხილველებმა დაინახეს შავი კვამლი, რომელიც ქარხანიდან ამოდიოდა.

როგორც ირკვევა, ძლიერი წვიმის გამო, ქარხანაში ქიმიური ნივთიერებების გაგრილების სისტემა მწყობრიდან გამოვიდა, რომელსაც სპეციალისტების თქმით, ვერანაირი გზით ვერ შეაჩერებდნენ.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქარხანასთან ახლოს მცხოვრებთა ევაკუაცია უკვე განახორციელა.