ოზურგეთში მამაკაცმა ყოფილი სიდედრი, მისი მეზობელი და მცირეწლოვანი ბავშვი დაჭრა
12:33:47     31-08-2017
გუშინ გვიან ღამით ოზურგეთში, მამაკაცმა 38 წლის ყოფილი სიდედრი, მისი მეზობელი და მცირეწლოვანი ბავშვი, ჯერ სასტიკად სცემა და შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ყოფილი ცოლის ოჯახში, სავარაუდოდ, სანადირო თოფით მივიდა.
ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, დავით მდინარაძის თქმით, ორმა ქალბატონმა უკვე დატოვა სამედიცინო ცენტრი და დღეს ბავშვიც გაეწერება.
ბრალდებული დაკავებულია და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.