რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი კიევიდან გააძევეს

  11:13:57     31-08-2017

რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ანა კურბატოვა უკრაინიდან გააძევეს და ქვეყანაში სამი წლით შესვლა აუკრძალეს.

გუშინ, რუსეთის პირველმა არხმა ინფორმაცია გაავრცელა იმის თაობაზე, რომ მისი კორესპონდენტი კიევში ანა კურბატოვა გატაცებულია.დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ის უკრაინიდან გააძევეს.
„რუსმა პროპაგანდისტმა ანა კურბატოვამ, რომელთან მიმართებაშიც მიღებულია გადაწყვეტილება იძულებით გააძევონ უკრაინიდან, გადაკვეთა უკრაინა-რუსეთის საზღვარი. მას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სამი წლით შემოსვლა ეკრძალება. გადაწყვეტილება მიღებულია კურბატოვას საქმიანობიდან გამომდინარე, რომელიც ზიანს აყენებდა უკრაინის ეროვნულ ინტერესებს", - წერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივანი სოციალურ ქსელში.