რა მოსწონს ბადი აჰმედს საქართველოში? - არაბი სტუდენტის შთაბეჭდილებები
21:57:02     29-08-2017
ბადი აჰმედი საქართველოში დუბაიდან ჩამოვიდა. აქ მან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბარა. რით მოხიბლა საქართველომ და რა მოსწონს მას თბილისში, ამის შესახებ ბადი "სპუტნიკს" ესაუბრა.
"ჩემი მიზანი ექიმობა იყო. ეს იდეა-ფიქსი რამდენიმე წელია მაწუხებდა. თავიდან მინდოდა დუბაის რომელიმე უნივერსიტეტში ჩამებარებინა, მაგრამ შემდეგ მივხდი, რომ მერჩივნა უცხოეთში მესწავლა მშობლებმა ჩემს სურვილს მხარი დაუჭირეს. თავიდან უნგრეთის უნივერსიტეტში მოვხვდი და იქ ერთი წელი ვიყავი.
შემდეგ, ახალი სასწავლებლის მოძებნა მომიწია. რამდენიმე ვარიანტი შემომთავაზეს და მათ შორის სამედიცინო უნივერსიტეტი საქართველოში.
თავიდან ბევრი არაფერი ვიცოდი ამ პატარა კავკასიური ქვეყნის შესახებ, მაგრამ ჩემი მეგობრები იქ ხშირად დადიოდნენ და საქართველოს ძალიან კარგად ახასიათებდნენ, ამიტომაც გადავწყვიტე თბილისში წავსულიყავი.
ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, რის გამოც მე უნივერსიტეტი უნდა ამერჩია, იყო ის, რომ დიპლომი ევროპასა და დუბაიში ეცნოთ. აღმოჩნდა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომს მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა ცნობს. ახლა დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ არ მინანია, რომ ეს უნივერსიტეტი ავირჩიე. აქ სწავლის მაღალი დონეა, ჯგუფში სულ 10-15 კაცია, განსახვავებით უნგრეთისგან, სადაც ჯგუფში 30-მდე სტუდენტი იყო. ამ სიტუაციაში საგნის სწავლა რთულდებოდა.
არის რამდენიმე მინუსიც: მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტში უცხოელების ძალიან დიდი რაოდენობა სწავლობს, ადმინისტრაციამ კაბინეტებზე რატომღაც არ გააკრა წარწერები ინგლისურ ენაზე. ამიტომ საჭირო აუდიტორიის მოძებნა რთულია. მაგრამ ეს წვრილმანებია. მთავარი ცოდნაა, რომელსაც აქ იძლევიან.
დუბაი - ეს თანამედროვე ქალაქია, რომელიც ჩემს თვალწინ შენდებოდა. მე ცოტა გაკვირვებული დავრჩი, როცა პირველად გამოვედი თბილისის აეროპორტიდან ქალაქის მიმართულებით. მომეჩვენა რომ წარსულში მოვხვდი. თავში ფიქრი მიტრიალებდა: "ღმერთო, ეს სად მოვხვდი." გზა იყო გაფუჭებული, სახლები გარეუბნებში ნაცრისფერი, ძველი...
მაგრამ როცა ჩვენ მივედით სასტუმროში და მე ფანჯრიდან გადავიხდე, თბილისის ხედი ძალიან მომეწონა. ქალაქი მთებითაა გარშემოსაზღვრული. ეს ძალიან ლამაზია. მთლიანობაში, საქართველოს ბუნებამ აღმაფრთოვანა. აქ ყველაფერი მწვანე და ნათელია. ჩემი ქვეყანა ღარიბია ამ მხრივ.
არ შემიძლია არ აღვნიშნო აქაური ჰაერი. ის სუფთაა და სუნთქვა სასიამოვნოა, განსაკუთრებით, თუ წახვალთ კუს ან ლისის ტბებზე, ან უბრალოდ პარკში. მტვრიანი დუბაის შემდეგ, თბილისის ჩემთვის სუფთა ჰაერის წყაროდ იქცა.
თბილისმა მე თავისი კოლორიტით გამაოცა. აქ ბევრი სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ცხოვრობენ: ევროპელები, თურქები, არაბები, რუსები. ეს ინტერნაციონალური ქალაქია, ისევე, როგორც დუბაი, რომლის თითქმის მთელი მოსახლეობა უცხოელია. ამაში პლუსებიცაა და მინუსებიც.
მიუხედავად მსგავსებისა, საქართველოს დედაქალაქი ძალიან განსხვავდება ცათამბჯენების ქალაქისგან: ეს ორი აბსოლუტურად განსხვავებული ქალაქია. ძველ თბილისს თავისებური სული აქვს - უჩვეულო, ძველი, იდუმალი. ამას ჩემს ქალაქში ვერ იპოვით.
მაგრამ მე გაოგნებული დავრჩი თბილისის გზებით! ასეთის ნახვა ჩვენთან შეუძლებელია. გზებზე გადასასვლელები სრულიად უადგილო ადგილებზეა, მანქანები დადიან აბსოლუტურად უწესრიგოდ, საგზაო მოძრაობის ნიშნები ხშირად არაა. ძალიან სპეციფიკური ტრაფიკია.
ქართველების და არაბების დამოკიდებულება ოჯახისადმი ძალიან მსგავსია. ახლო აღმოსავლეთში მშობლები და შვილები ახლო ურთიერთობაში არიან, ხშირად ცხოვრობენ ერთად, განსხვავებით ევროპისგან. ამ ხასიათით ჩვენი ხალხები ერთმანეთს ჰგვანან.
ქართველები კეთილგანწყობილი და კომუნიკაბელური ხალხია. მიუხედავად ენობრივი ბარიერისა, აქტიურად გეკონტაქტებიან. აქედანვე ვხედავ, რომ უნივესიტეტშიც კარგად მეპყრობიან - მეგობრულად და თბილად.
საქართველოს ბევრ ადგილებში ჯერჯერობით არ ვყოფილვარ, დიდი ხანი არ არის, რაც ჩამოვედი, მაგრამ ვაპირებ ის დრო, რასაც საქართველოში გავატარებ, სწავლის პარალელურად, აქტიურად გამოვიყენო საინტერესო მოგზაურობებით ქვეყანაში. ამბობენ, სტუდენტური წლები საუკეთესოა. ამ წლებს კი მე აქ გავატარებ - ქვეყანაში, რომელიც უახლოესი ხუთი წელი ჩემი სახლი იქნება.