ახალი წესები ჩინეთის ინტერნეტ მომხმარებლებისთვის

  16:20:24     29-08-2017

ჩინეთში სოციალური მედიის მომხმარებლები უკვე განიხილავენ ახალ წესებს, რომლებიც მოითხოვს ინტერნეტ პლატფორმებს, შეამოწმონ მომხმარებლი პირადობის დამადასტურებლი მოწმობის საშუალებით, სანამ ისინი ონლაინ მასალას მიიღებენ.

ახალი წესები 25 აგვისტოს ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაციამ გამოსცა, რომელიც ძალაში1 ოქტომბერს შევა.აღნიშნული კანონი, ფირმების იდენტიფიცირებასაც ახდენს.

ზოგიერთი ინტერნეტმომხმარებელი მიესალმება ახალ წესებს, როგორც ჭორებისა და თაღლითების წინააღმდეგ ბრძოლის გზას."ეს კანონი ნამდვილად კარგია, ვინაიდან ის დაიცავს მომხმარებლის კონფიდენციალურობას და აღმოფხვრის მთელ რიგ პრობლემებს“- განაცხადა ერთ-ერთმა მომხმარებელმა.

ინტერნეტ მომხმარებელთა ნაწილმა კი შეშფოთება გამოხატა ამის გამო, და ახალ კანონს კონფიდენცილურობის შესახებ, ხელისუფლების უხეში დარტყმა უწოდა.

„არსებობს ორი მხარე, იქნება ნაკლები ჭორები, მაგრამ ასევე დარწმუნებული ვარ იქნება მონიტორინგი მთავრობის მიერ, ეს გამოიწვევს იმას, რომ ადამიანები ღიად ვერ გამოთქვამენ საკუთარ აზრს“- ამბობს ერთ-ერთი ინტერნეტ მომხმარებელი.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი დასავლური სოციალური მედია ჩინეთში ხელმისაწვდომი არ არის, მაგრამ ეს ჩინელებს ხელს საერთოდ არ უშლის იმაში, რომ იყვნენ ყველაზე აქტიური ინტერნეტ-მომხმარებლები. ჩინეთში დაახლოებით 634 მილიონი ადამიანი მოიხმარს ინტერნეტს, რომელიც ორჯერ მეტია აშშ-ს მთლიანი მოსახლეობისა. ფაქტობრივად, ყოველი მეხუთე ინტერნეტ-მომხმარებელი, ჩინელია.სოციალური მედია, ჩინეთში, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უნიკალურია მსოფლიოში, რადგან მხოლოდ მათ აქვთ მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი საკუთარი, ლოკალური ჩინური სოციალური მედია.