გაერომ ავსტრია ქსენოფობიაში დაადანაშაულა

  15:41:42     29-08-2017

Reuters-ის ინფორმაციით, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისიის სამმართველომ, წინასაპარლამენტო დებატებში ლტოლვილების მიმართ ქსენოფობიური განცხადებების გავრცელებაში ავსტრია დაადანაშაულა.

კომისიამ პოლიტიკოსებს, ლტოლვილების დახმარებისკენ მოუწოდა.

„ბოლო წლებში ავსტრიამ ლტოლვილების მიღების კუთხით ბევრს მიაღწია, თუმცა ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ ქსენოფობიურ დებატებსა და ლტოლვილების მიმართ უარყოფით ტენდენციებს. შესაბამისად ჩვენ მოვუწოდებთ ყველა დემოკრატიულ პარტიას, რომ უფრო გააზრებულად ჩაატარონ პოლიტიკური დებატები“- განაცხადა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისიის წარმომადგენელმა.
ავსტრიის საარჩევნო კამპანია ჯერ კიდევ გრძელდება, პარტიების მთვარ თემას საიმიგრაციო პოლიტიკა წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ კომისარმა ქსენოფობიაში პარტიებიც დაადანაშაულა, მისი თქმით, ლტოლვილების ხარჯზე პოლიტიკური დებატების წარმართვა უფრო აღვივებს ქსენოფობიას, ხოლო ბევრს უსაფრთხოებისა და ლტოლვილთა საკითხი ერთმანეთში ერევა.