რუსეთს ტანკების წარმოება შეჩერებული აქვს

  13:47:00     09-05-2011

რუსეთის არმიაში, თანამედროვე ჯავშანმანქანების განვითარების პრობლემა, ბოლო დროს საზოგადოების ინტერესის სფეროში მოექცა. „Уралвагонзавод“–ი უკვე ერთადერთი მოქმედი ტანკმწარმოებელი ობიექტია.

ქარხნის სიამაყე Т–90–ია. ბოლო დროს, ამ ტანკის ახალი მოდიფიკაციის Т-90АМ–ის გამოშვება იგეგმებოდა, რომელსაც სხვა სიახლეებთან ერთად, გაუმჯობესებული დაცვის სისტემა და ახალი, 125მმ–იანი ლულის 2А82 დამონტაჟება იგეგმებოდა. 2009 წელს ტანკის ნიმუშიც კი აიგო, მაგრამ დღემდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პოზიცია, ამ ტანკის სერიულად წარმოებისადმი, გაურკვეველია. როგორც ჩანს, რუსეთის ტანკწარმოება სერიოზულ პრობლემებს განიცდის.