სომხეთი ავღანეთში კონტიგენტს ზრდის

  13:45:09     09-05-2011

სომხეთის თავდაცვის მინისტრმა, სერიან ოგანიანმა ნაციონალური კრების კომისიის სხდომაზე, წარმოადგინა შეთანხმება, რომელიც ავღანეთში სომეხი სამშვიდობოების კონტიგენტის გაზრდას და ვადის გახანგრძლივებას ითვალისწინებს.

 

ინფორმაციის თანახმად, კონტიგენტის 45–დან მაქსიმუმ 130–მდე გაზრდა იგეგმება. რაც  შეეხება ვადას, სომხური სამხედრო კონტიგენტი ავღანეთში 2012 წლის 31 დეკემბრამდე დარჩება. ოგანიანმა განაცხადა, რომ რაოდენობისა და ვადის გახანგრძლივება ISAF–ის მისიის მნიშვნელობით აიხსნება.