10 წლის გმირმა ძმა სიკვდილს გადაარჩინა

  13:03:34     25-08-2017

10 წლის გმირმა, ძმა ფილმის „სან ადრეასის“ სიუჟეტის მიხედვით გადაარჩინა.

ჰოლივუდის მსახიობმა დუეინ „როკ“ ჯონსონმა 10 წლის ბიჭს "ნამდვილი გმირი უწოდა".
ჯეიკობ კონორმა დაინახა, რომ მისი 2 წლის ძმა დილანი აუზში პირდაღმა ცურავდა, მან უფროსებს არ დაუძახა და გაიხსენა მისი საყვარელი ფილმის "სან ადრეასის" სიუჟეტი. ჯეიკობმა ამის მიხედვით შეძლო ამოეყვანა ძმა აუზიდან და გულის მასაჟის კეთება დაუწყო - „ისევე როგორც როკმა კინოში“.
ეს ისტორია, მსახიობმა Twitter-ზე დაწერა და ჯეიკობს „ნამდვილი გმირი“ უწოდა. ჯეიკობის დახმარებით დილანმა ისევ შეძლო სუნთქვა, ამჟამად ძმები თავს კარგად გრძნობენ.