![ნატოს გენერალურმა მდივანმა რუსეთი გააკრიტიკა ნატოს გენერალურმა მდივანმა რუსეთი გააკრიტიკა](http://presa.ge/img/multimedia/a70317.jpg)
ნატოს გენერალურმა მდივანმა რუსეთი გააკრიტიკა
12:16:13     25-08-2017
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, იტალიაში შეხვედრებს მართავს. მან შეხვედრების დროს რუსეთზე ისაუბრა.
„ცივი ომის შემდეგ, ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დასამყარებლად. თუმცა, რუსეთის აგრესიული ქმედებები ევროპაში სტაბილურობას საფრთხეს უქმნის”,- განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.ის რუსეთის ქმედებებს აკრიტიკებს.
მისივე თქმით, ყირიმის ანექსია, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ერთი ქვეყნის მიერ მეორის ტერიტორიის ძალისმიერი მითვისების პირველი შემთხვევაა. „რუსეთი აგრძელებს აღმოსავლეთ უკრაინაში დესტაბილიზაციის შექმნას. ეს არის კონფლიქტი, რომელსაც 10 000 უკრაინელი შეეწირა და უსაფრთხოების გარემო მნიშვნელოვნად შეცვალა”- აღნიშნა მან.
იტალიაში მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა ტერორიზმზეც ისაუბრა. "ჩვენს ღია და თავისუფალ საზოგადოებაში ტერორისტული აქტის პრევენცია ძნელია. თუმცა, ჩვენ არასდროს შევეგუებით ტერორიზმს. ჩვენი საზოგადოება ერთად დგომით და ღირებულებების დაცვით დაამარცხებს ტერორიზმს”, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
წევრი ქვეყნებიდან, იტალია ნატოს მისიებსა და ოპერაციებში რიგით მეორე კონტრიბუტორია.