ბრაზილია ამაზონის ნაკრძალის ადგილას მაღაროს ააშენებს

  18:01:32     24-08-2017

BBC-ის ინფორმაციით, ბრაზილიის ხელისუფლება ამაზონის ნაკრძალის 46 ათას კვადრატულ კილომეტრს, მაღაროს მშენებლობისთვის გასცემს. ეს გადაწყვეტილება ბრაზილიის პრეზიდენტმა მიშელ ტემერმა მიიღო.

მათი მიზანია ახალი ინვესტიციების მოზიდვა და მეტი სამუშაო ადგილების შექმნა.სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ტყის 9 ზონა და ინდიელების რეზერვაციები დაცული იქნება, თუმცა გარემოს დამცველები მათ უსაფრთხოებაზე ღელავენ.

პრეზიდენტის გადაწყვეტილება გააკრიტიკა ოპოზიციონერმა რონდოლფო როდრიგესმა, რომელმაც ინიციატივას ამაზონზე ყველაზე დიდი დარტყმა უწოდა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის პრეზიდენტის მიშელ ტემერის ირგვლივ სკანდალების სერია მაისიდან დაიწყო.