უკრაინაში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება

  12:47:27     24-08-2017

უკრაინა დამოუკიდებლობის 26 წლისთავს აღნიშნავს.
საზეიმო აღლუმი რამდენიმე წუთის წინ დაიყო და სავარაუდოდ ერთ საათს გაგრძელდება. უკრაინა სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებს საზეიმო ღონისძიებაზე მასპინძლობს. მათ შორის არიან 9 ქვეყნის სამხედროები და 11 ქვეყნის თავდაცვის მინისტრები.

მაიდნის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოფენილია მძიმე ტექნიკა. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, დღევანდელ აღლუმზე პირველად გაჟღერდეს უკრაინის ახალი ჰიმნიც.