დონალდ ტრამპი კონგრესს აკრიტიკებს

  17:15:21     23-08-2017

BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესს აკრიტიკებს და მისი უფლებების გაფართოებას ითხოვს.

„კონგრესს მინდა შევატყობინო: თქვენი სამუშაოა ამერიკული ოჯახების და ხალხის წარმომადგენლები იყოთ ყველა საკითხში“, - ამის შესახებ ტრამპმა ფენიქსში, მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, დემოკრატები „ამერიკულ უსაფრთხოებას" საფრთხეს უქმნიან“.პრეზიდენტმა ასევე მიანიშნა, რომ მზად არის კონგრესთან კონფრონტაციაში შევიდეს, თუკი წარმომადგენლობითი ორგანო მექსიკასთან საზღვარზე კედლის ასაშენებლად თანხებს არ გამოყოფს. „მთავრობის გაუქმებაც რომ მოგვიხდეს, კედელს მაინც ავაშენებთ“, - განაცხადა ტრამპმა.

ხელისუფლების ფედერალური ორგანოების მუშაობა შეიძლება შეჩერდეს, თუკი კონგრესში პარტიები ბიუჯეტის შესახებ შეთანხმებას არ მიაღწევენ. ტრამპის მიერ შეთავაზებულ ბიუჯეტის პროექტში კედლის აშენების შესახებ კონკრეტული ვადები არ არის განსაზღვრული.