ავსტრალიაში უიშვიათესი ჯიშის კოალა დაიბადა

  17:44:21     22-08-2017

BBC-ის ინფორმაციით, ავსტრალიის ზოოპარკში უიშვიათესი ჯიშის თეთრი ფერის კოალა დაიბადა.
ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებით, კოალას ბეწვის შეფერილობა ალბინოსობით არ არის გამოწვეული, მისი ფერი დედის მხრიდან რეცესიული გენის გამოვლინებაა.
„ამგვარ კოალას ველურ ბუნებაში თავის გადარჩენა გაუჭირდებოდა, რადგან მტაცებლებისთვის ადვილად შესამჩნევია. დღეს მსოფლიოში თეთრი კოალები ძალიან ცოტანი არიან“-ნათქვამია ვეტერინარ როზი ბუტმას განცხადებაში.
ექიმები ამას „ვერცხლის გენს“ უწოდებენ. ბოლო 30 წლის განმავლობაში ავსტრალიაში ზოოლოგებს თეთრი ფერის კოალა არ დაუფიქსირებიათ. ახალშობილი კოალასათვის ჯერჯერობით სახელი არ შეურჩევიათ.