მზის დაბნელებას აშშ-ს პრეზიდენტი ოჯახის წევრებთან ერთად ადევნებდა თვალს
11:51:36     22-08-2017
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მეუღლესთან მელანია ტრამპთან და შვილთან ბარონთან ერთად მზის დაბნელებას თეთრი სახლის აივნიდან ადევნებდა თვალს.
პრეზიდენტის ოჯახის წევრებს იუსტიციის მდივანი- ჯეფ სეშნსიც შეუერთდა. მზის დაბნელება 21 აგვისტოს 2 წუთი 41 წამი გაგრძელდა. მზის სრული დაბნელების ხილვა მხოლოდ ამერიკის ტერიტორიაზე, 14 შტატში იყო შესაძლებელი. ადგილობრივები და ტურისტები ამ მოვლენას სპეციალური აღჭურვილობით შეიარაღებულნი ელოდებოდნენ.
აშშ ერთადერთი ქვეყანა, სადაც მზე სრულად დაბნელდა. მოვლენის სანახავად, ქვეყანაში უამრავი ტურისტი ჩავიდა.ფოტოებს იღებდა არაერთი საჰაერო ხომალდი, მათ შორის NASA-ს ხომალდები და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფი ასტრონავტები.
NASA-ში მზის დაბნელებასთან დაკავშირებით ამბობენ: „ამ ციურ მოვლენაზე დაკვირვება განცხორციელდა კოსმოსიდან, ჰაერიდან და ხმელეთიდან, ისე, როგორც აქამდე არასდროს“.
შემდეგი მზის სრული დაბნელება 2024 წელს, მოიცავს მექსიკასა და აშშ-ს ტეხასიდან მენის შტატამდე. რაც შეეხება საქართველოს — ჩვენს ქვეყანაში მზის ნაწილობრივი დაბნელება 2020 წლის 21 ივნისს მოხდება, სრული დაბნელება კი 43 წლის შემდეგ, 2060 წლის 30 აპრილს.