აშშ და სამხრეთ კორეა ერთობლივ სამხედრო წვრთნებს მართავენ
12:24:14     21-08-2017
აშშ და სამხრეთ კორეა ერთობლივ სამხედრო წვრთნებს მართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.სწავლება დღეს დაიწყო, რომელშიც 17 ათასზე მეტი ამერიკელი და 50 ათასზე მეტი სამხრეთკორეელი სამხედრო მონაწილეობს.
როგორც სეულსა და ვაშინგტონში აცხადებენ, მანევრები თავდაცვითი ხასიათისაა, თუმცა ჩრდილოეთ კორეას მიაჩნია, რომ სამხედრო სწავლება მათზე თავდასხმის რეპეტიციაა.
ჩინეთი და რუსეთი აღნიშნული მანევრების დროებით გადადების ინიციატივით გამოდიოდნენ, სანაცვლოდ კი ფხენიანს ბალისტიკური რაკეტების ცდების შეწყვეტას სთხოვდნენ, თუმცა აშშ-ში განაცხადეს, რომ სამხედრო წვრთნები მაინც გაიმართება და ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარება.
წვრთენების შესახებ კომენტარი გააკეთა სამხრეთ კორეის პრეზიდემტმაც. მუნ ჯე ინის თქმით, სამხედრო მანევრები არც ერთი კონკრეტული სახელმწიფოს წინააღმდეგ არ არის მიმართული. აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ერთობლივი წვრთმები 10 დღეს გასტანს
აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ერთობლივი წვრთნები 10 დღეს გაგრძელდება.