ტაივანში შეიარაღებული მამაკაცი პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას ცდილობდა

  16:16:13     18-08-2017

BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტაივანის დედაქალაქ ტაიბეიში სამურაის ხმლით შეიარაღებული მამაკაცი პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას ცდილობდა. პოლიციამ მამაკაცი მალევე დააკავა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა, სამურაის ხმალი მუზეუმიდან მოიპარა. ჩხრეკის დროს, მას ჯიბეში ჩინეთის დროშა აღმოუჩინეს. მან განაცხადა, რომ პრეზიდენტის სასახლეში შეჭრით თავისი პოზიციის დაფიქსირება სურდა. თავდასხმის დროს, მან დაცვის წარმომადგენელი მხარში დაჭრა.