ესპანეთის პოლიციამ ბარსელონას ტერაქტში ეჭვმიტანილი 17 წლის ბიჭი დაასახელა

  13:32:57     18-08-2017

ესპანეთის პოლიციამ ბარსელონას ტერაქტში მთავარ ეჭვმიტანილად ესპანეთის მოქალაქე, 17 წლის მუსა უკაბირი დაასახელა. სამართალდამცველების განცხადებით, რომ სწორედ ეს ახალგაზრდა მართავდა ფურგონს ბარსელონაში რამბლას ბულვარში. ამჟამად მისი ძებნის ოპერაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

თავდაპირველად პოლიციამ მანქანის სავარაუდო მძღოლად მისი ძმა, დრის უკაბირი დაასახელა და მისი ფოტოც გაავრცელა, თუმცა მალევე უკაბირი პოლიციის ბარსელონადან 60 მილის მოშორებით ჩაბარდა და განაცხადა, რომ მას მოპარეს საბუთები, რომლითაც ფურგონი იქირავეს.

ცნობილი ხდება, რომ ბარსელონაში მომხდარ თავდასხმაში მონაწილე პირები გაზის ბალონების გამოყენებას გეგმავდნენ. „ჩვენი პრიორიტეტია, დავადგინოთ ამ პირთა ვინაობა, დავამტკიცოთ მათი კავშირი მონაწილე სხვა პირებთან, რომლებმაც გაქცევა შეძლეს“, - განაცხადა ფორნმა.

შეგახსენებთ, ბარსელონაში განხორციელებულ თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე კატალონიაში მდებარე ქალაქ ალკანარში საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. ადგილზე გაზის ბალონები აღმოაჩინეს. პოლიცია აცხადებს, რომ ალკანარაში მომხდარი აფეთქება ბარსელონაში, რამბლას ბულვარში განხორციელებულ ტერაქტთან არის დაკავშირებული.