ინდოელმა გოგონამ, რომელიც ბიძამ გააუპატიურა ბავშვი გააჩინა

  14:30:12     17-08-2017

BBC-ის ცნობით, ინდოეთში 10 წლის გოგონამ, რომელიც მისმა ბიძამ გააუპატიურა, გოგო გააჩინა.

დედისა და ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 
შეგახსენებთ, რომ 28 ივლისს, ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ, 10 წლის გოგოს აბორტის გაკეთების უფლება არ მისცა. ის სავარაუდოდ მისმა ბიძამ გააუპატიურა. გავრცელებული ინფორმაციით ძალადობა მრავალჯერადი იყო. ეჭვმიტანილი ამჯამად ციხეშია.
ექიმებმა სასამართლოს განუცხადეს, რომ 32-ე კვირას, ორსულობის შეწყვეტა უკვე დაგვიანებულია, სასამართლოს გადაწყვეტილებით გოგოს ოჯახი უკმაყოფილოა. 
გოგომ ახლაც არ იცის, რომ ბავშვი გააჩინა, რადგან აქამდე მას ეუბნებოდნენ, რომ მუცელში ქვა ჰქონდა და ოპერაცია სჭირდებოდა.