ვენესუელის ციხეში სამართალდამცველებთან შეტაკებისას 37 პატიმარი გარდაიცვალა

  11:57:23     17-08-2017

ვენესუელის უსაფრთხოების სამსახურმა ქალაქ პუერტო-აიაკუჩოში მდებარე ერთ-ერთ ციხეში ოპერაცია ჩაატარა, სამართალდამცველებთან შეტაკების შედეგადაც 37 პატიმარი დაიღუპა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელის ხოსე მეხიასის განაცხადებით, სამართალდამცველები ციხეში კონტროლის აღდგენას ცდილობდნენ, ხოლო პატიმრები მათ წინააღმდეგობას უწევდნენ.
აღსანიშნავია, რომ ვენესუელის უსაფრთხოების ძალები პერიოდულად ატარებენ ოპერაციებს ციხეში, რომლებშიც დაცვის თანამშრომლების ნაკლებობაა.