ოკუპირებულ ახალგორში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი გაათავისუფლეს
10:27:58     17-08-2017
Эхо Кавказа-ს ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ე.წ. სამხრეთ ოსეთის პროკურატურამ რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლა. ის უკვე სახლში დაბრუნდა. მეარაყიშვილი ხვალ, 09:30 საათზე ცხინვალის პროკურატურაში დაკითხვაზე უნდა გამოცხადდეს.
დე-ფაქტო ხელისუფლების ე.წ. ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა აქტივისტის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. მეარაყიშვილის ნათესავების განცხადებით, ძალოვნები „ექსტრემისტულ ლიტერატურას“ ეძებდნენ.
ახალგორის რაიონში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი და „ნეტგაზეთის“ უშტატო ჟურნალისტი ახალგორიდან, თამარ მეარაყიშვილი, სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის სამართალამცველებმა 16 აგვისტოს დააკავეს.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალამცავებმა თამარ მეარაყიშვილი ბოლოს რამდენიმე დღის წინ სპარტაკ დრიაევის საქმესთან დაკავშირებით დაკითხეს. დრიაევი დე ფაქტო პრეზიდენტის, ბიბილოვის პარტიის წევრია და ახლახან სატყეო სამმართველოს უფროსის პოსტზე დაინიშნა. სპარტაკ დრიაევი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ქართული მხარის მიერ მძიმე ბრალდებით იყო დაკავებული და სასჯელს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდიდა, მოგვიანებით კი, 2011 წლის 21 თებერვალს, თბილისსა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, 7-7 პატიმრის გათავისუფლების დროს ცხინვალს გადასცეს.
2017 წლის 8 ივნისს კი თამარ მეარაყიშვილი დაკითხვის თუ დაშინების მიზნით, ახალგორიდან ცხინვალში გაიტაცეს. სამოქალაქო აქტივისტის გაუჩინარების შესახებ ინფორმაციის სოციალური ქსელით გავრცელებამ და საერთაშორისო მხარეთა ჩართულობამ შედეგი გამოიღო. გამტაცებლებმა ის კვლავ საკუთარ სახლში, ახალგორში მიიყვანეს, თუმცა, კითხვაზე, ვინ იყვნენ გამტაცებლები და კონკრეტულად რით დაემუქრნენ მას, არ პასუხობს. მეარაყიშვილის გატაცების საკითხი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდის დროს ივნისში დისკუსიის თანათავმჯდომარეებმაც წამოაყენეს.