ურთიერთშელაპარაკების შედეგად ისანში ერთი პირი გარდაიცვალა

  17:37:02     16-08-2017

ურთიერთშელაპარაკების შედეგად ისნის მეტროსთან ერთი პირი გარდაიცვალა. თვითმხილველის ინფორმაციით, რთმა მამაკაცმა მეორეს ხელი დაარტყა, რომელიც ძირს დავარდა და გარდაიცვალა. 

შსს-ს ცნობით, ინციდენტში მონაწილე ერთი პირი დაკავებულია. 

უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117 მულით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა.