სამართალდამცავებმა ოზურგეთში 2 დღის მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

  14:27:18     16-08-2017

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში ორი დღის წინ მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა. 

30 წლის ბაჩი ბოლქვაძე ორი დღის წინ მოკლეს. ის ორ ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად სოფელ ნაღობილევში სტუმრად იმყოფებოდა.

საქმე „სისხლის სამართლის კოდექსის“ 108-ე მუხლითაა აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.